თავში

საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას - ფინანსთა მინისტრი

საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას - ფინანსთა მინისტრი
საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას - ფინანსთა მინისტრი

ძალიან ბევრ ქვეყანას რეიტინგი და მოლოდინები გაუუარესდა და ის ფაქტი, რომ რეიტინგები და მოლოდინები საქართველოსთან მიმართებით არის სტაბილური და დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი ფაქტორი, რის გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ შეფასებებს, არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, რომელთა გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ შეფასებებს. ძირითადი ფაქტორი, ეს არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ასევე მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system