თავში

საქართველო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობას განათლების სფეროში იწყებს. 

შესაბამის დოკუმენტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მმართველი ბორდის წევრმა ოლივიე შუაბმა და ფორუმის დირექტორმა საადია ზაჰიდმა დისტანციურად მოაწერეს ხელი. 

ამის შესახებ report.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებიტ, აღნიშნული დოკუმენტით საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას საჯარო და კერძო პარტნიორობის ინიციატივის განვითარების მიმართულებით “Closing the Skills Gap Accelerator in Georgia”-ს ფარგლებში.

სამინისტრო პროფესიული განათლების მიმართულებით ინტენსიურ კამპანიას აწარმოებს კერძო სექტორის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. საჯარო-კერძო პარტნიორობით იგეგმება ახალი პლატფორმის შექმნა, რასაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქტიურად დაუჭერს მხარს.

გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და სამინისიტროს შორის თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება ადამინური კაპიტალის განვითარებაზე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და უნარების გაუმჯობესებაზე, ხელახალ დასაქმებაზე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინოვაციური უნარების დაფინანსების მოდელების შემუშავებაზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, პოლიტიკის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების მსოფლიო ლიდერთა ჩართვა გლობალური, რეგიონული და ინდუსტრიული დღისწესრიგის ფორმირებაში.ფორუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრის გზების განსაზღვრაში საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი ბიზნეს სექტორის, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობის ფორმატი წარმოადგენს „ახალი ეკონომიკისა და საზოგადოების მომავლის ფორმირების პლატფორმის“ შემადგენელ ნაწილს. პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს დოვლათიანი, ინკლუზიური და თანასწორი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირებას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა მიეცემათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system