თავში

საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის

საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის
საქართველო-ესტონეთის სავაჭრო ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, არვო ალლერთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. განხილულ იქნა ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო ესტონეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენის ხელშეწყობის, ისევე როგორც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზებს.

გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. განხილულ იქნა ამ მიმართულებით ესტონეთთან შესაძლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები.

ესტონურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და შესაბამისი მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system