თავში

ნათია თურნავა: საქართველო გააგრძელებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას

საქართველო გააგრძელებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას
ნათია თურნავა: საქართველო გააგრძელებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი კლიმატის შექმნას

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უცხოელი საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდეს.

„2019 წელს ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ „ფიტჩმა“ და „სტანდარტენდფუარსმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდეს - სუვერენული კრედიტის მაჩვენებელი აწიეს სტაბილური პროგნოზით. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია, რომ საქართველო ლიდერობას გააგრძელებს რეფორმების მიმართულებით, რაც ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის ბიზნესს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რათა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და მცირე და საშუალო საწარმოებმა ხარისხის ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ.

პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა განათლების რეფორმას, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახლავთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ წავიდეთ. 2022 წელს განათლების ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ს მიაღწევს“, -აღნიშნა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system