
„ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც განსაზღვრული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით და რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობის და პოლიტიკის სრულად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი საკანონმდებლო აქტი.
- დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი, ევროპული სტანდარტები;
- დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა;
- საწვავის ხარისხის ნორმების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები დარღვევისთვის;
- დამტკიცდა ახალი რეგულაციები სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით;
- ქვეყნის 200-მდე მსხვილ საწარმოს მომდევნო წლიდან დაუდგინდა მოთხოვნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად;
- დადგინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტები;
- მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი. ახალი კანონმდებლობა დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას;
- შემუშავდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.
ბელა გელაშვილი
ავტორი