თავში

საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია

საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია
საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს ქართული ღვინის საშუალო ფასი 3,12 ევრო შეადგინა. ამ ციფრით საქართველო ღვინის მწარმოებელ ქვეყანათა ხუთეულშია.

2012 წელს საქართველოდან ექსპორტზე 23 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 75 მლნ დოლარს შეადგენდა; 2019 წელს კი 94 მლნ ბოთლი ღვინო დაექსპორტდა და მისი ღირებულება 237 მლნ დოლარს გაუტოლდა. საერთო ჯამში, 2013-19 წლებში სულ 1,2 მილიარდი დოლარის ღვინო გაიყიდა.

ამასთან, 2012 წელს სულ საქართველოში 52 ათასი ტონა ყურძენი გადამუშვდა. 2019 წლისთვის კი ეს ციფრი 6-ჯერ გაიზარდა და 272 ათასი ტონა შეადგინა. რქაწითელის ფასი 70 თეთრი, ხოლო საფერავი 1,83 ლარი გახდა. მიმდინარე წელს კი 16 სექტემბრის მონაცემებით, ფერმერებზე უკვე 50 მლნ ლარია გაცემული.

გაიზარდა ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყანათა სიაც. 2012 წელს ღვინო 40 ქვეყანაში იყიდებოდა, დღეისთვის კი ეს ციფრი 54 ქვეყანას შეადგენს.

ფონდ ქართულს მიერ დაფინანსებულ ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში გადარჩენილი და დაცულია 625 უნიკალური ქართული და ევროპული ჯიში. სანერგე „ქართუმ“ საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა და ის ახლა სოფლის მეორნეობის სამინისტროს ბალანსზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system