თავში

საქართველო გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველო გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმზეა
საქართველო გლობალური კეთილდღეობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმზეა

„საქართველომ გლობალური კეთილდღეობის ინდექსში სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და ამით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. საქართველომ შეფასების 100%-ანი სკალიდან 61.8%-ი მიიღო და სარეიტინგო პოზიცია 53 - ე ადგილზე შეინარჩუნა. ჩვენ კოვიდ-ვითარების მიუხედავად, ინდექსში კარგი პოზიცია გვაქვს. 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60-ეულს მიღმა იყო,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„რეიტინგს ეწოდება გლობალური კეთილდღეობის ინდექსი. ის ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარსულში ღარიბმა ქვეყანამ თანამიმდევრული რეფორმების გატარების, ღია ეკონომიკის ჩამოყალიბების, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმების დამკვიდრების გზით ეტაპობრივად დაძლიოს სიღარიბე და მიაღწიოს კეთილდღეობას. ვფიქრობ, ეს რეიტინგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ზრდის ნდობას, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

167 ქვეყანას შორის საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 53-ე ადგილზეა.

რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს უკანასკნელი ათწლეულის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს (2009 წელთან შედარებით 11 პოზიციით გაუმჯობესებული რეიტინგი), რომელიც განსაკუთრებულად წარმოჩენილია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system