თავში

საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება
საქართველო-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს შეხვდა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მომავალში კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ის პროექტები და შესაძლებლობები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, ტურიზმის სექტორის განვითარებას, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ქართულ ბაზარზე მეტი იტალიური კომპანიების შემოსვლას.

დავით სონღულაშვილმა იტალიის ელჩს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები გააცნო. ამ კუთხით, ხაზი გაესვა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებს. მხარეება განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი.

ენრიკო ვალვომ აღნიშული საკითხების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის ჩართულობა და მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system