თავში

საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 33 მლნ ევროს დახმარებას იღებს

საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 33 მლნ ევროს დახმარებას იღებს
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 33 მლნ ევროს დახმარებას იღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მყისიერი შედეგების მისაღებად, საქართველო იღებს კლიმატის მწვანე ფონდიდან 33 მლნ ევროს დახმარებას, რაც დიდი მხარდაჭერაა. მინისტრის შეფასებით, სატყეო რეფორმის მიმართულებით 2020 წელი  გარდამტეხი იყო. 

მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლიდან დაიწყო სატყეო კონცეფციაზე მუშაობა, ხოლო რეფორმა 7-8 წელი მიმდინარეობდა, რაშიც ჩართული იყვნენ ექსპერტები როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე უცხოეთიდანაც.

,,ტყის რეფორმის კუთხით არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველო ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დავასრულოთ ტყეების ეროვნული დონის აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შედეგად, გვექნება ზუსტი და სრული ინფორმაცია საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესახებ. იმისთვის, რომ სწორად წარვმართოთ სატყეო ოპერაციები, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმა. 2021 წელს, დაგეგმილია 169 187 ჰა-ზე ადიგენის, თეთრიწყაროს და ამბროლაურის სატყეო უბნებზე 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება. ტყის აღდგენის ღონისძიებები მიმდინარე წელს დაგეგმილია 297 ჰა-ზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system