თავში

საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - სად უფრო განვითარებულია შრომის ბაზარი

საქართველო, მოლდოვა, უკრაინა - სად უფრო განვითარებულია შრომის ბაზარი
საქართველო, მოლდოვა, უკრაინა -  სად უფრო განვითარებულია შრომის ბაზარი

საქართველოს პროფკავშირების ორგანიზებით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინი" საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა, ასოცირების წევრ ქვეყნებში: საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მდგომარეობა: მთავარი მიღწევები და გამოწვევები შრომით სფეროში. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ შრომით ურთიერთობებში, კანონმდებლობასა და კონვენციებთან დაკავშირებით მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო რამდენიმე ნაბიჯით წინ არის, თუმცა მიგრაციის საკითხებში, ლეგალური დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით სამივე ქვეყანა, ფაქტობრივად, ერთ დონეზეა. 

გარდა ამისა, მხარეები განიხილავენ მოკლე ანგარიშებს შრომით უფლებებთან, შრომით კანონმდებლობას, ინსტიტუტებსა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული სიტუაციის თაობაზე.

პროფკავშირები წარმაოდგენენ საკუთარ შეხედულებებს ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროგრესის და გამოწვევების შესახებ. 

განსახილველ საკითხებს შორისაა ასოცირების ხელშეკრულების ქვეყნების მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის გავლენა შრომითი მიგრაციის და მიგრანტთა უფლებების მდგომარეობაზე. 

ღონისძიების ბოლოს ასოცირების ქვეყნების პროფკავშირები შეიმუშავებენ ერთობლივ მიმართვას ევროპული სტრუქტურებისადმი, სადაც აქცენტები იქნება გაკეთებული თანამშრომლობასა და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ასოცირების ხელშეკრულების სოციალური განზომილების ეფექტური იმპლემენტაციისთის სამივე სახელმწიფოში. 

კონფერენცია 24 სექტემბერს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system