თავში

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე ეტაპობრივად გადადის

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე ეტაპობრივად გადადის
საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე ეტაპობრივად გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველო ეტაპობრივად გადადის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე.  მინისტრის შეფასებით,  2020 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო.

,,ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კუთხით. ეს არის თანამედროვე ევროპული მიდგომა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავალთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, რაც ასევე განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებლობით და პოლიტიკით და აუცილებელია იმისთვის, რომ ის ნარჩენი, როგორც ნედლეული, უფრო ეფექტიანად იყოს გამოყენებული ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით; ნაკლები ნარჩენი განთავსდეს გარემოში, ნაკლებად დაზიანდეს ჩვენი ბუნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system