თავში

საქართველო პირბადეების მასობრივ წარმოებაზე გადადის

საქართველო პირბადეების მასობრივ წარმოებაზე გადადის
საქართველო პირბადეების მასობრივ წარმოებაზე გადადის

თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პირბადეები დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მთავრობის მიერ წამოწყებულ პროგრამაში.

პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და დასძინა, რომ ახლო მომავალში პირბადეების მასობრივი წარმოება ისე აეწყობა, რომ მათი ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდვა გახდება შესაძლებელი. მინისტრის თქმით გაკონტროლდება ფასებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system