თავში

საქართველო-ყატარის პირდაპირ ავიამოიმოსვლაზე პირველმა პირებმა იმსჯელეს

საქართველო-ყატარის პირდაპირ ავიამოიმოსვლაზე პირველმა პირებმა იმსჯელეს
საქართველო-ყატარის პირდაპირ ავიამოიმოსვლაზე პირველმა პირებმა იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რაც სამომავლოდ უნდა იქნას გამოყენებული.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აღნიშნა, ყატარის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ მყარ და მტკიცე პარტნიორს, რომელთან ერთადაც სამომავლოდ კონკრეტული პროექტების განხორციელებას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system