თავში

საქართველო ყოველწიურად ახალი ყურძნის საყიდლად მილიონ დოლარზე მეტს ხაჯავს

საქართველო ყოველწიურად ახალი ყურძნის საყიდლად მილი
საქართველო ყოველწიურად ახალი ყურძნის საყიდლად მილიონ დოლარზე მეტს ხაჯავს

საქართველო ყოველწიურად ახალი ყურძნის იმპორტის შესაძენად 1 მილიონ დოლარზე მეტს ხაჯავს. ბოლო 5 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად 1-დან 2 ათასამდე ტონა ყურძენს ყიდულობს. 2020 წელს საქართველომ 1, 237 ტონა ახალი (სუფრის) ყურძენი შეიძინა, რაშიც 1,059 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. 769,2 ათასი დოლარის ყურძენი საქართველომ იყიდა სომხეთიდან, 221,4 ათასი დოლარის - თურქეთიდან, 68,7 ათასი დოლარის კი - ნიდერლანდებიდან.

ყურძნის იმპორტი გაზრდილია წელსაც.  2020 წლის იანვარ, თებერვალსა და მარტში საქართველომ 455.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 482 ტონა ყურძენი იყიდა, ხოლო 2021 დროის იმავე მონაკვეთში 517.1 ათასი აშშ დოლარის 664.1 ტონა ახალი (სუფრის) ყურძენი. ძირითადი ბაზრებია" სომხეთი, თურქეთი და ნიდერლანდები. წელს პირველ კვარტალში სომხეთიდან საქართველოში შემოსულია 424.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 560 ტონა ყურძენი. თურქეთიდან კი დროის ამავე პერიოდში შემოსულია 73.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 96.9 ტონა ყურძენი, ხოლო ნიდერლანდებიდან 19.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 7.1 ტონა სუფრის ყურძენი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system