თავში

საქართველო, როგორც აგროპროდუქტების ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა

საქართველო, როგორც აგროპროდუქტების ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა
საქართველო, როგორც აგროპროდუქტების ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველო იქნება აგროპროდუქტების ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა.

ნეტო ექსპორტიორობა ნიშნავს, როცა ქვეყანა უფრო მეტს ყიდის ექსპორტზე, ვიდრე ყიდულობს იმპორტით. 

მინისტრის განმარტებით, სოფლის მეურნეობის სტრატეგიით, ქვეყანას, შესაძლებელია, არ ჰქონდეს ერთი რომელიმე პროდუქტი დიდი რაოდენობით, თუმცა შეიძლება ჰქონდეს მრავალფეროვანი პროდუქტების პორტფელი.

მინისტრი დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ 2020 წელს ჩვენი აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა, ანუ, პანდემიის მიუხედავად, წელს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია, იმპორტის შემცირების ხარჯზე.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზეა შემუშავებული.

"ამ სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, შეიქმნა 200-ზე მეტი მაღალტექნოლოგიური საწარმო, თანამედროვე სტანდარტით გადაიარაღდა 900-ზე მეტი. 8 ათას ჰექტარზე გაშენდა თანამედროვე ტიპის ბაღი, ჩანაცვლება დაიწყო მესაქონლეობაში, რის შედეგადაც, 500 %-ით გაიზარდა მაღალპროდუქტიული ჯიშები. დარგში 2 მილიარდის ინვესტიცია განხორციელბულია კერძო ბიზნესის მიერ, ხოლო სახელმწიფოს მიერ, თანადაფინანსების პროცესში, დაახლოებით, 260 მილიონ ლარამდეა დახარჯული," - აცხადებს დავითაშვილი და დასძენს, რომ კიდევ რამდენიმე წელია საჭიროა იმისათვის, რომ ის კრიტიკული მასა დაკმაყოფილდეს, რაც აუცილებელია მოსავლის მიღების შემდეგ ტექნოლოგიების დასანერგად, რაც ერთის, მხრივ საექსპორტო ბაზარზე ფასის ფორმირებას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, კი საშინაო ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს გაზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system