თავში

საქართველო საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობდა

საქართველო საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ონლაი
საქართველო საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ონლაინ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტაივანში გამართულ საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის „ICCA“ 59-ე ონლაინ კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა, 100 -ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოდან კონგრესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან მოლაპარაკებები გამართეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გეგმების შემუშავებას და დარგის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანას.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესებისა დაკონვენციების ასოციაცია „ICCA“ შეხვედრების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და საქართველო ყოველწლიურ კონგრესზე მესამედ არის წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, საქართველოში საქმიანი ტურიზმისგანვითარების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 2016 წელს შეიქმნა. ბიუროს მიზანია, საქართველოში სხვადასხვა შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების მოზიდვა და ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს 63 წევრი ორგანიზაცია ჰყავს, რომლებიც საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებს და ტურისტულ კომპანიების აერთიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system