თავში

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 მონაწილეობს

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში
საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020 მონაწილეობს.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოფენა წელს პირველად ვირტუალურად ტარდება.

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მიმდინარე ონლაინ გამოფენა 9 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

WTM Virtual 2020, საქართველოს გარდა, 3500-მდე კომპანია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ყველა რეგისტრირებულ კომპანიას და ქვეყნის წარმომადგენელს ვირტუალური გვერდი აქვს, სადაც საერთაშორისო „ბაიერებთან“, სარეკლამო კომპანიებთან, მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ონლაინ შეხვედრები ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system