თავში

საქართველო საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა

საქართველო საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა
საქართველო საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა

Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.

"2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian სტატიას აქვეყნებს

ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა. სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულება და მათ შორისაა საქართველოც.

"ჩემი სურვილია საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება მინდა სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სტატიაში, საქართველოსთან ერთად, მოხსენიებულია ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system