თავში

საქართველოდან $15.7 მლნ-ის მანდარინია ექსპორტირებული

საქართველოდან $15.7 მლნ-ის მანდარინია ექსპორტირებული
საქართველოდან $15.7 მლნ-ის მანდარინია ექსპორტირებული

2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. Report.ge-ის ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა), უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system