თავში

საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 1.4 ტონა ყველი დაექსპორტდა

საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 1.4 ტონა ყველი დაექსპორტდა
საქართველოდან აზერბაიჯანში წელს 1.4 ტონა ყველი დაექსპორტდა

საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 040690 სასაქონლო ნიშნის ქვეშ ექსპორტზე გავიდა 1.4 ტონა ყველი(გარდა ცისფერი, მდნარი, სრესილი ახალი ყველისა).

ამაში აზერბაიჯანულმა მხარემ 8.3 ათასი დოლარი გადაიხარადა, ანუ ქვეყანამ ამ პროდუქტის ექსპორტში 8.3 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა.

შარშან მეზობელ ქვეყანაში საქრათველოდან გაიყიდა 0.1 ტონა, 0.5 ათასი დოლარის ღირებულების ყველი. შარშანაცამ პროდუქტის ექსპორტი აზერბაიჯანში საავტომობილო გადაზიდვებმა აითვისა.

ცნობისთვის აზერბაიჯანში წელს საქართველოდან არ გაუტანიათ ცისფერი, მდნარი, სრესილი და ახალი ყველი, თუმცა შარშან სრესილი ან ფხვნილიოს სახით დაექსპორტდა 28.2 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა ყველი. 

რაც შეეხება მოუმწიფებელ ან დაუვარგებელ ახალ ყველს, წელს მისი ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში არ განხორციელებულა, თუმცა შარშან  აზერბაიჯანში საქართველომ გაყიდა 4.9 ათასი დოლარის ღირებულების 1.2 ტონა ახალი ყველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system