თავში

საქართველოდან ექსპორტზე 478 ტონა მანდარინი გავიდა

საქართველოდან ექსპორტზე 478 ტონა მანდარინი გავიდა
საქართველოდან ექსპორტზე  478 ტონა მანდარინი გავიდა

ფარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system