თავში

საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა
საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა

ეროვნული ბანკის მონცემებით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, ფულადი გზავნილების გადინება-შემოდინება, სხვა ეკონომიკურ პროცესებთან ერთად, გავლენას ახდებს ლარის კურსზე. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მეტობა საქართველოდან გაგზავნილი ფულის მოცულობაზე, გარკვეულწილად, ეხმარება ლარს დასტაბილურებაში. ფულადი ტრანზაქციები, ძირითადად, დოლარში ხორციელდება. როცა საქართველოდან ფულს გზავნიან, მისი კონვერტაციისას ბაზარზე დეფიციტური ხდება დოლარი, ჭარბადაა ლარი. გაზრდილი მოთხოვნა დოლარზე მის ფასს ზრდის და ლარს აუფასურებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system