თავში

საქართველომ 15 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამა დააექსპორტა

საქართველომ 15 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამა დააექსპორტა
საქართველომ 15 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამა დააექსპორტა

2012 წლის შემდეგ, იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, 2019 წელთან შედარებით, არც ერთი პროცენტით არ გაზრდილა, მაშინ როდესაც, ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მოცულობა გაორმაგებულია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზრებზე შეიმჩნევა, გატანილი პროდუქციის დიდი ნაწილი კი სოფლის მეურნეობაში დამზადებულ პროდუქციაზე მოდის.

ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ აგროსასურსათო ექსპორტის თვალსაზრისით, 2020 წლის საბოლოო შედეგები 2019 წელზე უარესი არ იქნება, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იქნება პანდემიის პირობებში.

მინისტრის ინფორმაციით, წელს მთელი საქართველოს მაშტაბით 30-35 000 ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან, საექსპორტო მაჩვენებელი მიუხედავად პანდემიისა მნიშვნელოვნად გაზრდილია. 

დღეისათვის, საქართველოდან 15 000 ტონამდე ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული მაშინ, როცა შარშან ამ დროისთვის ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 9 000 ტონა იყო, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის ტენდეცია 45% - ს უტოლდება.

ამ დროსითვის ქვეყანაში უკვე 22 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს, რომელთა დიდი ნაწილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა.

სამაცივრო მეურნეობებში 1 კილოგრამი ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1.5 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას ფასი 1.5 დან 2 ლარის ფარგლებშია.

კახელი ფერმერების თქმით, შარშან ერთი ყუთი ატმის ფასი 10-15 ლარი იყო, წელს 20-25 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system