თავში

საქართველომ 6 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი დააექსპორტა

საქართველომ ​6 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი დააექსპორტა
საქართველომ 6 მლნ აშშ დოლარის ხურმა და კარალიოკი დააექსპორტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system