თავში

საქართველომ, აზერბაიჯანმა და ირანმა ახალ სატრანზიტო მარშრუტი გახსნეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა და ირანმა ახალ სატრანზიტო მარშრუტი გახსნეს
საქართველომ, აზერბაიჯანმა და ირანმა ახალ სატრანზიტო მარშრუტი გახსნეს

ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტი სატესტო რეჟიმში გახსნეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს.

„სამი ქვეყნიდან მანქანების კოლონა ბილასუვარიდან (ირანი) გაემგზავრება აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოს პორტებში, შემდეგ ბულგარეთში და შემდეგ სახმელეთო გზით აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. მარშრუტი  ირანის სამხრეთიდან დაიწყო. გუშინ საპილოტე ტვირთი აზერბაიჯანში  ჩავიდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

დერეფნის გაშვება მიზნად ისახავს ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.  სატესტო რეჟიმში ტვირთების გადაზიდვის დასრულების შემდეგ, ამ საკითხის დეტალებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება და მხარეებს შორის  ტრანსპორტირების გაადვილებაზე შეთანხმება შედგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system