თავში

საქართველომ იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები განაახლა

საქართველომ იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად
საქართველომ იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები განაახლა

ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს.

ამის შესახებ report.ge-ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცით, მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯინდა ნაოიამ ონლაინ კონსულტაციები გამართეს საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განახლების მიზნით.

განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების გათვალისწინება (დანერგვა), რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system