თავში

საქართველომ თხილის ექსპორტი გააორმაგა

საქართველომ თხილის ექსპორტი გააორმაგა
საქართველომ თხილის ექსპორტი გააორმაგა

საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი.

მათივე განმარტებით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (350 ტონა), იტალიაში (289 ტონა), ჩეხეთში (110 ტონა), ესპანეთში (93 ტონა), პოლონეთში (66 ტონა), ლიეტუვაში (44 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთში (22 ტონა), ლატვიაში (21 ტონა), საფრანგეთსა (20 ტონა) და საბერძნეთში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (44 ტონა), უკრაინა (39 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელარუსი (21 ტონა) და სომხეთი (110 ტონა).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system