თავში

საქართველომ წელს 5,283.3 ტონა რძე და ნაღები შეიძინა

საქართველომ წელს 5,283.3 ტონა რძე და ნაღები შეიძინა
საქართველომ წელს 5,283.3 ტონა რძე და ნაღები შეიძინა

საქართველომ წელს  5,283.3 ტონა რძე და ნაღები იყიდა. ჯამში ამ პროდუქტის ექსპორტი ქვეყანას 6,008.7 ათასი დოლარი დაუჯდა. 

იმპორტი საზღვაო და საავტომობილო გზით განხორციელდა.

წელს 0401 სასქონლო ნიშნით საქართველოში რძისა და ნაღების იმპორტის უმსხვილესი მოცულობა შემოვიდა უკრაინიდან. ამ ქვეყნიდან შემოტანილი 2.228.7 ტონა რძესა და ნაღებში საქართველომ 2,506.3 ათასი დოლარი გადაიხადა.

იმპორტის მოცულობით შემდეგ პოზიციაზეა ირანი, საიდანაც წელს შემოტანილი 1,006.6 ტონა რძე და ნაღები ქვეყანას 1, 414. 2 ათასი დოლარი დაუჯდა. 

შემდეგ პოზიციაზეა ბელარუსია, რომლის საქართველოში რძისა და ნაღების წლევანდელი იმპორტი 339.0 ტონას გაუტოლდა, რაშიც საქართველომ 273.8 ათასი დოლარი გადაიხადა.

457. 2 ტონა რუსულ რძესა და ნაღების იმპორტი საქართველოს 593. 2 ათასი დოლარი დაუჯდა.

პოლონურ 238.6 ტონა რძეს ადა ნაღებში გადახდილია 210.1 ათასი დოლარი.

ყველაზე მცირე მოცულობის იმპორტი ფიქსირდება სომხეთიდან და დანიიდან. სომხეთიდან წელს საქართველოში შემოვიდა 0.6 ტონა და 0.6 ათასი დოლარის ღირებულების რძე და ნაღები, ხოლო  ავსტრიისგან საქართველომ შეიძინა 0.3 ტონა 0.9 ათასი დოლარის ღირებულების რძე და ნაღები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system