თავში

საქართველომ წელს ვაშლის ექსპორტი 8-ჯერ გაზარდა

საქართველომ წელს ვაშლის ექსპორტი 8-ჯერ გაზარდა
საქართველომ წელს ვაშლის ექსპორტი 8-ჯერ გაზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 25 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებლია 1.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი.

2020 წლის 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში,განხორციელდა 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

უწტების განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. 

რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system