თავში

საქართველომ ვაშლის ექსპორტი 14-ჯერ გაზარდა

საქართველომ ვაშლის ექსპორტი 14-ჯერ გაზარდა
საქართველომ ვაშლის ექსპორტი 14-ჯერ გაზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

უწყების განმარტებით, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 5 945 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system