თავში

საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა, რომ ციფრული ჰაბი გახდეს - კახა ბექაური

საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა, რომ ციფრული ჰაბი გახდეს - კ
საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა, რომ ციფრული ჰაბი გახდეს - კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, საქართველოს შეუძლია, რეგიონის ციფრულ ჰაბად იქცეს.

„რეგიონში საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ციფრული ჰაბი გახდეს. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა ევროპასთან პირდაპირი ინფრასტრუქტურული საზღვრით. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემთხვევაში: საქართველო, პირველ ეტაპზე, ყოველწლიურად, ნახევარ მილიარდ დოლარამდე შემოსავალს მიიღებს; საქართველოს ევროპასა და აზიას შორის 370 ტერაბიტ/წამი გატარებული გლობალური ინტერნეტისა და ევროპა - ახლო აღმოსავლეთს შორის ინტერნეტის გატარების 45%-იანი ბაზრის წილი ექნება; რეგიონში ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრის 75%-ს გლობალური ტექნოლოგიური გიგანტები დაიკავებენ“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შემდეგ, საქართველოში ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები განათავსებენ მონაცემთა გაცვლის ცენტრებს, როგორებიც არიან „ამაზონი“, „გუგლი“, „მაიკროსოფთი“, „ფეისბუქი“ და სხვები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ. ის დეპუტატებს საქმიანობის 2019-2020 წლების ანგარიშს წარუდგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system