თავში

საქართველოს დელეგაციას ბელარუსის რესპუბლიკაში ნათია თურნავა ხელმძღვანელობს

​საქართველოს დელეგაციას ნათია თურნავა ხელმძღვანელობს
საქართველოს დელეგაციას ბელარუსის რესპუბლიკაში ნათია თურნავა ხელმძღვანელობს

18 - 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. 

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის 19 თებერვალს დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ნათია თურნავა და დელეგაციის წევრები ბელარუსში რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე დაათვალიერებენ რამდენიმე საწარმოს.

19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს გაფორმდება ოქმი.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system