თავში

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შემცირდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შემცირდა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა, ამ ეტაპზე ჩვენ 2020 წლისათვის განახლებული პროგნოზით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იკვეთებოდა.

"პანდემიის საწყისზე ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი იყო -3%, ხოლო ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უფრო პესიმისტური განახლებული პროგნოზი და ამ პროგნოზით მიხედვით, წელს გლობალური ეკონომიკის დაცემა 4.9% იქნება. ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა“, - განმარტა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system