თავში

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. 

წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად ფონდი ასახელებს რეგიონული დაძაბულობასა და პანდემიური მოვლენების გამძაფრებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

"საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები," - ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებულ პრესრელიზში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სსფ-ის მისი იწონებს  გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ  გატარებულ მაკროეკონომიკური პოლიტიკას. მისია მიუთითებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. 

ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროდუქტიულობას და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system