თავში

საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება გაიზარდა

საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება გაიზარდა
საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება გაიზარდა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2010-2019 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 4.4%-ით იზრდება. ხოლო გასულ წელს ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია, 2018 წელთან შედარებით 11.6 %-ითაა შემცირებული.

„ელექტროენერგიის იმპორტი საანგარიშო წელს წინა წელთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა, აგრეთვე საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 6.7-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს, როდესაც იგივე მაჩვენებელი წინა წელს 2.6-ს შეადგენდა. ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 58.6.%-ით ნაკლებია. საანგარიშო წელს განხორციელდა 136.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც 10-ჯერ აღემატება წინა წლის ტრანზიტის სიდიდეს“ - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

სემეკის ინფორმაციით, ანგარიშში მიმოხილულია როგორც უშუალოდ კომისიის საქმიანობა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და ტენდენციები.

"ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით დაწყებულ რეფორმირების პროცესსა და ახალ საკანონმდებლო ბაზაზე. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სემეკმა ყოველი წლის პირველ ივნისამდე უნდა უზრუნველყოს წლიური ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება. ამავე კანონის საფუძველზე სემეკის ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (Energy Community Secretariat),"-განმარტავს სემეკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system