თავში

საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბანკო შეხვედრებს განაგრძობს

არასაბანკო სექტორში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ვიდეო კონფერენციის ფორმატში ამჯერად სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსური, ისე მომხმარებელთა მომსახურების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს. ასევე იმსჯელეს, საქმიანობის აღდგენისა და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციების თანამშრომლების და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის შესაძლებლობებზე.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადა, კიდევ ერთხელ, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებით არის განპირობებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს კომუნიკაციას არასაბანკო სექტორთან, რათა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მინიმალური დანაკარგებით დაძლევის მიზნით, მისი მანდატის ფარგლებში აღმოუჩინოს მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system