თავში

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს

საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს
საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს

საქართველოში პანდემიამდელი საავტომობილო ინდუსტრიის ბრუნვის 68% მანქანებით ვაჭრობაზე მოდის, ხოლო ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობას 27%-ი უჭირავს, 5%-ი ავტოსერვისების მომსახურების წილია.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი ბანკის" საავტომობილო ბაზრის მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, პანდემიების დროს ყველაზე მეტად ავტომომსახურების სექტორის ბრუნვა დაეცა და 2020 წლის II კვარტალში კლებამ 71% -ი შეადგინა. ავტოვაჭრობა 48%-ით შემცირდა, ხოლო სათადარიგო ნაწილების გაყიდვებმა 17% -ით იკლო.

დროის იმავე მონაკვეთში ძირითადი საოპერაციო ხარჯები, პერსონალის ხარჯები, საქონლისა და მომსახურების შეძენა, სამივე სექტორში შემცირებულია ბრუნვის ვარდნის შესაბამისად.

რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ერთ მოსახლეზე საქართველოში დაბალია.

საქართველოს ავტომპარკის 87% -ზე მეტი 11 წელზე მეტი ასაკის ავტომობიულებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ავტოპარკი აქვს.

2017 წლიდან საქართველოში რეგისტრირებულ მანქანებში მცირეწლოვანების, ანუ, ახალი მანქანების, წილი იზრდებოდა. 10 წლამდე მანქანების ოდენობამ ახლადრეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში 80% -საც კი გადააჭარბა, თუმცა წელს ეს დინამიკა შეწყდა. წელს საქართველოს ავტოპარკის 48%-ი 20 წელზე მეტი ასაკისაა. 38%-ი მოდის 11-დან 20 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. ავტოპარკის სულ რღაც 7%-ია 7-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, ხოლო 4-6 წლის მანქანების წილი საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 4%-ს შეადგენს, 3%-ია სამი წლის ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში. 

რაც შეეხება, ქართული ავტოპარკი გადანაწილების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტიპის მიხედვით, დღეს ქვეყნის ავტოპარკის ავტოპარკის 82%-ი მსუბუქი ავტომობილებია, 7%-ი სატვირტო ავტომობილებია, 4%-ი შეადგენს აგროდანიშნულების სპეც.ტექნიკას, 4%-ია ავტობუსების წილი, ხოლო 2%-ი არის ტრაილერები და მხოლო 1%-ი გახლავთ მოტოციკლეტების წილი მთლიან ავტოპარკში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი მძღოლის ლიცენზიის(მართვის მოწმობის) მფლობელთა რაოდენობა აღემატება რეგისტრირებული მანქანების რაოდენობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system