თავში

საქართველოს იმპორტი ციფრებში

საქართველოს იმპორტი ციფრებში
საქართველოს იმპორტი ციფრებში

საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7 მილიონიანი ბრუნვიდან 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი იმპორტზე მოდის. მაჩვენებლი17.5%-ითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან იმპორტისთვის 17.5%-ით ნაკლები დოლარი გავიდა, ვიდრე - შარშან.

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).

10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან, 8-ის იმპორტი შემცირებულია. ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტსა (კლება - 32.4%) და ნავთობპროდუქტების იმპოტშია (კლება 31.4%).

10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლის მაჩვენებლები 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ასე გამოიყურება: 

1. მსუბუქი ავტომობილები - $482 მლნ, კლება წინა წელთან - 32.4%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $325 მლნ, კლება წინა წელთან - 31.4%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $312 მლნ, კლება წინა წელთან - 16.9%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $205 მლნ, კლება წინა წელთან -12.6%;
5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $179 მლნ, კლება წინა წელთან - 11.5%;
6. სატელეფონო აპარატები - $102 მლნ, კლება წინა წელთან -12.3%;
7. ხორბალი და მესლინი - $69 მლნ, ზრდა წინა წელთან 13.5%;
8. სატვირთო ავტომობილები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 1%;
9. სიგარები და სიგარილები და სიგარეტები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 26%;
10. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - $42 მლნ, ზრდა წინა წელთან 3.9%;

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.7 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარს (17.5 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარაგვისტოში, 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system