თავში

საქართველოს იმპორტის უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდანაა

საქართველოს იმპორტის უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდანაა
საქართველოს იმპორტის უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდანაა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს იმპორტის უდიდესი ნაწილი სამეზობლოდანაა შემოსული. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის პირველ ორ თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტის 25.3%-იანი კლების მიუხედავად, ქვეყნის ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში აზერბაიჯანი მეოთხე ადგილს იჭერს 100. 6 მლნ. დოლარის ღირებულების იმპორტრით. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 8.7%-ს უტოლდება. აზერბაიჯანს იმპორტის სიდიდით შემდეგ პოზიციებზე მოჰყვებიან: აშშ, გერმანია, სომხეთი, უკრაინა, იტალია, რუმინეთი. 

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. 

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system