თავში

საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება
საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება

"ევროკავშირს დახმარება ვთხოვეთ იმაში, რომ ჩვენთან, ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ არ უწევდეს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში წარმოებული სულ უფრო მეტი სასაქონლე ჯგუფებია წარმოდგენილი ევროპულ ბაზრებზე. 

"ჩვენ გვინდა, რომ ახალი ჯგუფები გამოიკვეთოს და ერთობლივად შევუწყოთ ხელი მათ გატანას ევროპულ ბაზარზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი არის აკვაკულტურა, რომელიც საქართველოში იწარმოება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ ევროპულ ბაზრებზე იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ გავაცანით ის პრობლემები, რაც ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ხარისხის შესატყვისობის რეგულაციის დასანერგად, თუნდაც ლაბორატორიულ ტესტებთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით ჩვენი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ არის იმ დონის, რომ აქ ყველა აუცილებელი ტესტი იყოს გაკეთებული. ევროკავშირს დახმარება ვთხოვეთ იმაში, რომ ჩვენთან, ადგილზე გაიმართოს ლაბორატორიები და მცირე ბიზნესს სინჯების გაგზავნა საზღვარგარეთ არ უწევდეს და ეს არ აძვირებდეს ამ პროცეს. მათ დახმარება ამაშიც აღგვითქვეს“, - განაცხადა თურნავამ.

ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა დაინერგება. ცნობისთვის, ლაბორატორიებთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან report.ge-ს აცნობეს, ადგილობრივ ლაბორატორიებში შესაძლებელია თითქმის ყველა კვლევის ჩატარება, რასაც ხარისხის სტანდარტი მოითხოვს როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. სამინისტროს განმარტებით, სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ქსელი მოიცავს თბილისის ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია) მომხმარებელს შეუძლია ქართულ ლაბორატორიებში ჩააბაროს საკვლევი ნიმუში, ხოლო თუ კონკრეტულად ადგილზე არ არის კვლევა, გადმოიგზავნოს ნიმუში სხვა ლაბორატორიაში და პასუხი მიიღოს, ხოლო დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში თითქმის ყველა სახის კვლევა მიმდინარეობს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ ახალი მოთხოვნები წარმოშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის მასშტაბითაც, სავალდებულოა იქნება საკვები პროდუქტების უსაფრთხოება.

მეწარმეებიის განცახდებით, მდგომარეობა ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა არსებული რაოდენობა არასაკმარისია და სასურველია, თუკი სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებითაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ამის შესახებ report.ge-თან მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი, მეწარმე როლანდ მირაქაშვილი აღნიშნავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system