თავში

"საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა

"საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო
საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში „საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის მაღალი დონის დელეგატები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქსტატის, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნების შესაბამისი სფეროების წარმომადგენლები.შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს გაეროს ESCAP-ის აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ კავეჰ ზაედმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ, რომლის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე.შეხვედრის მისასალმებელ სიტვაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა ESCAP-ს და სხვა ჩართულ მხარეებს, გაეროს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის შემუშავების პროცესში გაწეული სამუშაოებისთვის და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.თავის სიტყვაში გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ მდგრადი ენერგია გადამწყვეტ როლს ასრულებს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის საქმეში და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მისი თქმით, კარგად განვითარებული და კოორდინირებული ეროვნული სტატისტიკური სისტემის და აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის მონაცემების არსებობა, აუცილებელია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროგრესის მონიტორინგისთვის. გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სტატისიტიკის მონაცემების მნიშვნელობას, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციების მონიტორიგისა და ანალიზის საკითხში. გაეროს ESCAP-ის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა“ წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის დაგეგმვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც საქართველო შეძლებს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკის შემუშავებას. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს პროექტში ჩართული ექსპერტების ძალისხმევა ზემოთ ხსენებული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში, როგორც წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და იმედი გამოთქვეს სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.ცნობისთვის, საქართველო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სრულუფლებიანი წევრი 2000 წლის 25 ივლისიდან გახდა. ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი UNESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system