თავში

საქართველოს ოქროს მოპოვებაში 50%-იანი წილით კანადური კომპანია ერთვება

საქართველოს ოქროს მოპოვებაში 50%-იანი წილით კანადური კომპანია ერთვება
საქართველოს ოქროს მოპოვებაში 50%-იანი წილით კანადური კომპანია ერთვება

კანადურმა კომპანია Candelaria-მ საქართველოში, ბოლნისში ოქროს მომპოვებელი კომპანია GMC Investment limited-ში 50%-იანი წილი 4.1 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.

GMC Investment limited-ი არის “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” შვილობილი კომაპანია. “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” სალიცენზიო არეალში შედის ბოლნისის დამბლუდის მონაკვეთიც, სადაც ოქროს და სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგებია მიკვლეული. აქ მომპოვებითი სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.

“საკონცესიო უფლების არეალი 860 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, სადაც ოქროს, სპილენძისა და სხვა პოლიმეტალების მოპოვების პროექტების განვითარების კარგი შესაძლებლობები არსებობს. მათ შორისაა, ქვემო ბოლნისის მოპოვების PEA ფაზა, რომელიც მადნეულის ოქროს საბადოდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს,”აცხადებს კომპანია Candelaria.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system