თავში

საქართველოს რკინიგზა ისევ ზარალზეა

საქართველოს რკინიგზა ისევ ზარალზეა
საქართველოს რკინიგზა ისევ ზარალზეა

სს "საქართველოს რკინიგზამ" 2020 წლის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრში მისი ზარალი, შარშანდელ 9-თვიან 63.9 მილიონი ლარის ზარალს თითქმის ორჯერ აღემატება და  117.7 მილიონი ლარს უტოლდება.

შემცირებულია შემოსავლებიც. 

წელს 9 თვეში სარკინიგზო მომსახურებიდან კომპანიამ 363.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 285.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4.8%;
ლოგისტიკური სერვისები - 39.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
სამგზავრო გადაყვანები - 10.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 59.4%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 15.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 21.7%;
სხვა შემოსავალი - 13.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 59%.

რაც შეეხება ხარჯებს, რკინიგზის პერსონალის სახელფასო ხარჯი 122.7 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 29.9 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 59.7 მილიონი ლარი იყო.

ცნობიუსთვის, "საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system