თავში

საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უარესდება

საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უარესდება
საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უარესდება

საქართველოს სატრანსპორტი დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის საკრედოტო რეიტინგი (2015 – 2020 წწ) B + მაჩვენებლით, არასაინვესტიციო ხარისხის, მაღალი საკრედიტო რისკი დონეზეა, რაც ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, პრაქტიკულად, გაფრთხილებაა ინვესტორისათვის, რომ ამ კოპმანიაში თანხის ჩადება მაღალი რისკით ხასიათდება.

პაატა ცაგარეიშვილი report.ge-ს უხსნის, რომ  საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი 2012 – 2014 წწ ერთი საფეხურით მაღლა BB - დონეზე იყო.

შედარებისათვის მეზობელი ქვეყნების რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის რკინიგზები BBB - დონეზეა საქართველოს რკინიგზის რეიტინგთან შედარებით, კარგი საკრედირო ხარისხით, ოთხი საფეხურით მაღლაა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ირწმუნება, რომ საქართველოს რკინიგზაში B + დან B - მდე (ერთი საფეხურით დაბლა) რეიტინგის შემცირების რეალური საშიშროება არსებობას.

"კომპანიაში გაზრდილი დანახარჯების შედეგად სახეზეა ლიკვიდურობის პრობლემა, რაც გულისხმობს 2022 წლამდე, 500 მლნ დოლარის ბონდების მომსახურებას და საბოლოო ჯამში გამოსყიდვას. აქვე სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ, საოპერაციო მაჩვენებელი - მოგება, როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს, რკინიგზა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ შეძლებს 500 მლნ დოლარის მომსახურებას. ამ პროცესის დაბალანსების რეალური შესაძლებლობა არ არსებობს, რადგანაც 2019 წელს მხოლოდ სესხის მომსახურების პროცენტის თანხამ 110 მლნ ლარს მიაღწია, (კურსთა შორის სხვაობამ იმოქმედა მნიშვნელოვნად) რაც საოპერაციო მოგების 51% ს შეადგენს. შედარებისათვის 2012 წელს სესხის მომსახურების თანხა, საოპერაციო მოგების მარჟის მხოლოდ 9% ს შეადგენდა, რაც რეალურს ხდიდა რკინიგზის საოპერაციო ხარჯებით დაფარვას და საინვესტიციოდ მიმზიდველს ტოვებდა კომპანიას," - წერს პაატა ცაგარეიშვილი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ  საქართველოს რკინიგზაში ჩამოყალიბებულ, არასანვესტიციო გარემოს, გარკვეულწილად, ეხმიანება საპარტნიორო ფონდის განცხადება, რკინიგზის მართვიდან გასვლის შესახებ.

პრობლემის შეფასება report.ge-მ სთხოვა პროფესიონალ რკინიგზელთა კავშირის დამფუძნებელს დავით გოჩავას. მისი თქმით, რკინიგზის რეფორმა აუცილებელი და გარდაუვალია. 

"რასაც მე ვეცნობი ანალიზებს და ანგარიშებს მსოფლიოს სხვადასხვა რკინიგზების რეფორმირების შესახებ, ყველგან ეს პროცესი იწყება ვალების რესტრუქტურიზაციის თემით. მარტივი კითხვა მაქვს: იმ პირობებში, როცა ყველა მთავრობა ეხმარება თავის ძირითად სარკინიგზო კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში, საქართველოს მთავრობის დახმარება "საქართველოს რკინიგზის" მიმართ რა ფორმისაა, რა მოცულობის, რა ხასიათის? რატომ გონია ყველას, რომ რკინიგზამ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს - ასეთი მიდგომა უკვე კონგოში არ არის და მოზამბიკში... აიღეთ ნებისმიერი წლის ბიუჯეტი, და შეხედეთ, რა იხარჯება სარკინიგზო სექტორის განვითარებისთვის... და გვიკვირს მერე რკინიგზის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა? და მიზეზებს ყველგან ვეძებთ, ოღონდ იქ არა, სადაც ის რეალურად არსებობს," - განუმარტა report.ge-ს დავით გოჩავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system