თავში

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია. 

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

ამის შესახებ report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 294.5 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.8 მლრდ აშშ დოლარი (107.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system