თავში

სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა

სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა
სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა

მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 104, 881 მლნ დოლარით შემცირდა და 7,720 მლრდ დოლარს გაუტოლდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მარტში წლიურად ქვეყნის საგარეო ვალდებულებები 2,032 მლრდ დოლარითაა გაზრდილი, რადგან 2020 წლის მარტში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,688 მლრდ დოლარზე ფიქსირდებოდა. 

სახელმწიფოს 7,720 მლრდ დოლარიანი ვალიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები შეადგენს 7,353 მლრდ დოლარს, ეროვნული ბანკის კი - 367 მლნ დოლარს.

საქართველოს სახელმწიფოს უმსხვილესი კრედიტორები არიან: 

აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 1,730 მლრდ დოლარის ვალი. 

მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) -  886,577 მლნ დოლარის ვალი.

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) -  1,144 მლრდ დოლარის ვალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system