თავში

საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას 1000 000 ევრო მოხმარდება

საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირება
საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას 1000 000 ევრო მოხმარდება

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით, ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გახსნა.

ფინანსთა სამინისტროს  ინფორმაციით, DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება.

პროექტის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას საზღვარზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system