თავში

საქართველოს ტაქსების ფედერაციამ ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნა

საქართველოს ტაქსების ფედერაციამ
საქართველოს ტაქსების ფედერაციამ ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნა

14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ტაქსების ფედერაცია, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაცია და საქართველოს ტრანსპორტის, გზების მუშაკთა პროფკავშირები და სხვა დაინტერესებული პირები ტაქსის რეგულაციის შესახებ იმსჯელებენ და სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით ამერიკულ გამოცდილებას გაიზიარებენ. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ტაქსის ფედერაციასა და ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს ტაქსის ფედერაციისა და ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმის "აქსელის" შექმნის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე. შეხვედრას, რომელიც საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით იმართება, გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ნიუ-იორკის ტაქსის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო მატეო, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია და თბილისი საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system