თავში

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -25.6 მლრდ აშშ დოლარი (-79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -145.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 319.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.1 მლრდ აშშ დოლარია (34.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 150.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 36.7 მლრდ აშშ დოლარი (114.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 470.1 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system