თავში

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA) დაფუძნდა

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA) დაფუძნდა
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი (GTIA) დაფუძნდა

ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) დაფუძნდა.

ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) დაფუძნდა, რომლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 2020 წლის 5 მაისს მოეწერება ხელი.

ინიციატივის მხარდამჭერია USAID - ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა (The USAID Economic Governance Program).

„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) არის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს ტურიზმის იდენტურობის პოპულარიზაციის განვითარებისა და კერძო სექტორში რეპუტაციის გაღრმავების მიზნით. მისია ასევე გულისხმობს სფეროს განვითარების საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიებების შეთავაზებასა და ორგანიზებას, რაც წარმოადგენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ტურიზმის სუბიექტების საერთო ინტერესს, ასევე, მთავარი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ხარისხის ზრდა და სფეროს განვითარებაა.

საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე კი, უპირველესად, ტურიზმის სექტორს შეეხო. შესაბამისად, ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და დარგის სპეციალისტების გაერთიანება, რათა ერთიანი, შეჯერებული ხედვით წარიმართოს დიალოგი მთავრობასა და მის ეკონომიკურ გუნდთან. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პრიორიტეტული საკითხების ერთობლივად შეჯერება, შეთავაზებების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება, სექტორში არსებული ორგანიზაციების ერთიანი ხედვის ადვოკატირება და მთავრობისთვის მიწოდება გაცილებით უფრო ეფექტიანია.

ალიანსის წევრები: 

1.საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია; 

2. ეკო ტურიზმის ასოციაცია; 

3.საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია;

4.საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; 

5.გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია;

6.საქართველოს გიდების ასოციაცია; 

7.საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; 

8.ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია; 

9.საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; 

10.საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორტა ასოციაცია;

11.ტურიზმის ინსტიტუტი; 

12.საქართველოს ტურიზმის კავშირი; 

13. სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია;

14.საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system